„ერთადერთი გადარჩენილი...“ - მამაკაცი ამტკიცებს, რომ 2027 წელში გაიჭედა და სამყაროში მარტოა

ხავიერი

მამაკაცი, სახელად ხავიერი სოციალურ ქსელ ტიკ-ტოკზე ამტკიცებს, რომ 2027 წელში გაიჭედა. 

მისივე თქმით, 2027 წელს ესპანეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში გაიღვიძა, არაფერი ახსოვს და ირგვლივ ვერავის პოულობს.

იგი სოციალურ ქსელში ვიდეოებს აქვეყნებს პარიზის, ესპანეთის და სხვადასხვა ქვეყნების ცარიელი ქუჩებიდან.

მის ვიდეოებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, სოციალური ქსელის მომხმარებლები მის მიერ გავრცელებულ კადრებს სკეპტიკურად უყურებენ და ამბობენ, რომ ხავიერი გამიზნულად იღებს ვიდეოებს ცარიელ ქუჩებში და შემდეგ ამ კადრებით მანიპულირებს.