ლოცვა, რომელიც მრევლმა დღეს უნდა წაიკითხოს - 22 დეკემბერს „მოულოდნელი სიხარულის" ხატის დღესასწაულია
1734862563
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები 90%-ით დასრულებულია, თუმცა რჩება რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გადაჭრას საჭიროებს, – განუცხადა მოლაპარაკებებში ჩართულმა პალესტინელმა მაღალჩინოსანმა „ბიბისის“.
გამოცემის ინფორმაციით, ერთ-ერთი მთავარი სადავო საკითხია ისრაელის სამხედრო ძალების ყოფნა ე.წ. ფილადელფიის კორიდორში – სტრატეგიულად მნიშვნელოვან ზოლში ღაზის სამხრეთით, ეგვიპტის საზღვართან.
პალესტინელი ოფიციალური პირი „ბიბისის“ დოჰაში მიმდინარე მოლაპარაკებების დეტალებზე ესაუბრა, რომელიც მოიცავს ბუფერული ზონის შექმნის შესაძლებლობას ისრაელ-ღაზის საზღვრის გასწვრივ რამდენიმე კილომეტრის სიგანეში.
„ბიბისის“ ცნობით, შეთანხმება ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტის პირველ ეტაპზე 20 პალესტინელი პატიმრის გაცვლას თითოეულ გათავისუფლებულ ქალ ჯარისკაცში. პატიმრების ვინაობა ჯერ არ შეთანხმებულა, მაგრამ ისინი შეირჩევიან დაახლოებით 400 პატიმრისგან, რომლებიც ისრაელში 25 წელზე მეტი ვადით იხდიან სასჯელს.
სამფაზიანი გეგმის საბოლოო ეტაპზე, რომელიც 14-თვიან ომს დაასრულებს, ღაზას ზედამხედველობას გაუწევს ანკლავის ტექნოკრატების კომიტეტი, რომლებსაც არ ექნებათ წარსულში პოლიტიკური კავშირები, მაგრამ ექნებათ ყველა პალესტინური ფრაქციის მხარდაჭერა.