„ერთადერთი გადარჩენილი...“ - მამაკაცი ამტკიცებს, რომ 2027 წელში გაიჭედა და სამყაროში მარტოა
1734813292
Snoop Dogg-ისა და Dr. Dre-ს საერთო ალბომის შესახებ ჭორები უკვე დიდი ხანია გვესმის, თუმცა ახლა უკვე დადასტურებულად ვიცით, რომ სნუპის ალბომი, რომელსაც Missionary ჰქვია, ამ შემოდგომას გამოვა და მისი პროდიუსერი Dr. Dre იქნება.
დუეტის პირველი საერთო ალბომი Doggystyle დაახლოებით 30 წლის წინ გამოვიდა, მაშინ, როცა სნუპი სულ რაღაც 19 წლის იყო. Entertainment Tonight-თან საუბრისას დრემ აღნიშნა, რომ ეს მის კარიერაში საუკეთესო ნამუშევარი იქნება. რეპერმა ისიც დაამატა, რომ ალბომში ბევრი მოწვეული მუსიკოსი შეგვხვდება, მათ შორის ბრიტანელი მუსიკოსი, სტინგი.
„ეს ალბომი ქალებს მოეწონებათ. ამ მუსიკაში განსაკუთრებით გამოჩნდება, რომ ჩვენ, როგორც არტისტები, გავიზარდეთ და ჩამოვყალიბდით," - თქვა დრემ.
როგორც ცნობილია, Missionary მუსიკალურ პლატფორმებზე ნოემბერში დაიდება.