ბოლო ცნობები რომში მომხდარი უბედური შემთხვევის ადგილიდან - დაშავებულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა
1751632913
რეზოლუციის პროექტში იმ ცვლილებებს ვაპროტესტებდით, რომელიც ჯო უილსონის მხრიდან იქნა ინიცირებული, მხარი არ დაგვიჭერია ამ შესწორებებისთვის და მხარი აღარ დავუჭირეთ მთლიან რეზოლუციასაც, – ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.
მაია ბითაძემ კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნების“ დელეგაციამ მხარი დაუჭირა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, სადაც ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ არის ჩანაწერი.
როგორც ბითაძე აცხადებს, ეს არის სამარცხვინო სიცრუე, რომელიც მიზნად ისახავს ხალხის შეცდომაში შეყვანას.
„ჩვენი დელეგაცია გამოირჩეოდა მკაცრი განცხადებებით საკომიტეტო მოსმენებსა და პლენარულ სესიაზე. ჩვენ ვაპროტესტებდით რეზოლუციის პროექტში იმ ცვლილებებს, რომლებიც ჯო უილსონის მხრიდან იქნა ინიცირებული და მხარი დაუჭირეს ერთ კლუბად შეკრულმა გარკვეულმა დელეგაციებმა. მათ საკმაოდ მაღალი რაოდენობის ხმები ჰქონდათ სხვა წევრებთან შედარებით. ბუნებრივია, ჩვენ მხარი არ დაგვიჭერია ამ შესწორებებისთვის და ამ შესწორებების გამო, სამწუხაროდ, რომ მხარი აღარ დავუჭირეთ მთლიან რეზოლუციასაც კი. გავრცელებული ინფორმაცია მტკნარი სიცურეა, რომელიც მიზნად ისახავს, მათ შორის, დისკრედიტაციას იმ წარმატებული შენატანისა თვითონ რეზოლუციის ტექსტში, რომელიც ჩვენი დელეგაციის მხრიდან იქნა მოთხოვნილი. ვგულისხმობ სირიის ახალი ხელისუფლების მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან გაწვევას“, – განაცხადა მაია ბითაძემ.