„საზღვარგარეთ გარდაიცვალა... ძალიან მძიმე ამბავია...“ - მომღერლები კოლეგაზე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებენ

zviadi

 მომღერალ ზვიად აბაშიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ცნობილი ხდება ფეისბუქით, სადაც ამ სამწუხარო ინფორმაციაზე პოსტებს წერენ მომღერლები.

გიორგი ბუშელაშვილი:

„ყოველთვის მემახსოვრები, ზვიად, გენაცვალე ძმაო. მოვა დრო და ისევ ერთად ვიქნებით. მოკლედ, ინტერესი დიდია, ყველას ვერ გწერთ. გარდაიცვალა საზღვარგარეთ. დავწერ როცა ჩამოასვენებენ...".

გიორგი "პრაიმტაიმთან" ამბობს, რომ ამ საზარელ ამბავთან დაკავშირებით, სხვა არაფერი იცის. 

„რა კაცი წავიდა. ნათელში იყავი... ძალიან ცუდი ამბავია", - მამუკა ლომაშვილი.

გარდაცვლილ მეგობარზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს ნინი შერმადინიც - "ზვიად, რანაირად დავიჯერო ეს?" ნინი და ზვიადი მუსიკალური პროექტის - "ნუცას სკოლის" პირველი თაობის მომღერლები არიან.

ნინი ზვიადს "პრაიმტაიმთან" იხსენებს.

ნინი შერმადინი: 2003 წლის "ნუცას სკოლის" პირველი თაობა ვართ. ერთ ხუთეულში ვიყავით. ძალიან ვმეგობრობდით, კახური იუმორი ჰქონდა და ყველას რაღაც ფრაზა უნდა მოგვეფიქრებინა. ზვიადის ჰქონდა - რა კარგები ვართ, ნეტა არ დავიხოცნეთო და ამაზე ყველა ვიცინოდით გიჟივით.

ძალიან ალალი, გულიანი და კეთილი იყო. ვერაფრით ვერ ვიჯერებ... ვერც ლევანოს, ვერც გურიკას და ვერც ზვიადის წასვლას ვერ ვეგუები. ჩემი ბავშვობის მეგობრები მიდიან და ვხვდები, ყოველ დღე როგორ ვდგები რიგში. ანუ რა არის სიცოცხლე? რომელია ბოლო დღე, არავინ ვიცით. ისე დაგვიახლოვდა სიკვდილი, რომ აღარც მეშინია მისი. ერთადერთი; რასაც იმ ქვეყნად წავიღებთ - სიკეთე და სიყვარულია. დანარჩენს აზრი არ აქვს.

ძალიან მეტკინა გული... 

ასევე დაგაინტერესებთ:

„რაც მე ვერ შევძელი, ეს მოახერხა თენგიზმა...“ - რას ამბობდა გოდერძი ჩოხელი თენგიზ არჩვაძეზე

სულს აღზრდა უნდა. კუნთების ჩამოყალიბება ადვილია, სულისა - ძნელი... ბედნიერებას დანახვა უნდა; უნდა შეიგრძნო...“ - უცნობი ფაქტები თენგიზ არჩვაძეზე