პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ნუცა ბუზალაძე „დილა მშვიდობისა საქართველოსთან" ინტერვიუში დუეტების ტურში მომხდარ ინციდენტს იხსენებს.
„ძალიან სტრესული დღეები გავიარე...რთული ემოციური გამოცდილება მივიღე. მე ასეთი რამ ცხოვრებაში არ მქონია არასდროს. ჩვენ თვითონვე ვარჩევდით მეწყვილეებს, ასეთი ტურია.
ის ძალიან კარგად და პოზიტიურად იყო განწყობილი, სულ იცინოდა. შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. ვერანაირად ვერ ვახერხებდი იმას, რომ თუნდაც გამეღიმებინა. ყველაფერი ვეცადე. მე ორი მხარე მაქვს - რადიკალური ხასიათის ადამიანი ვარ : ან ვარ ძალიან კარგი ან ვარ ძალიან ცუდი.
ვიცოდი, რომ სცენაზე მისთვის რომ მეპასუხა, ვეღარ გამოვიდოდი სცენაზე. ამიტომ ვარჩიე გავჩუმებულიყავი. მისმა ნათქვამმა ისედაც დიდი დაძაბულობა შემოიტანა, ყველამ უხერხულად იგრძნო თავი.
რთული იყო ამ ყველაფრის გავლა. მაგრამ მგონია, რომ რაღაც ცუდს რომ გადიხარ ცხოვრებაში, შემდეგ აუცილებლად ძალიან კარგი რამ უნდა მოხდეს“,- ამბობს ნუცა ბუზალაძე.