1745602360
„მატჩის დასრულების შემდეგ“ - ნიცა ახალ ვიდეოს აქვეყნებს

ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში „ნაპოლი“ „მილანთან“ 0:1 დამარცხდა, მაგრამ ნახევარფინალში გასვლის შანსს ინარჩუნებს.
შეხვედრა „სან სიროზე“ გაიმართა.
ხვიჩა კვარაცხელიას პირველივე წუთზე შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ ბურთი კარიდან მცველმა გამოიტანა და „მილანი“ გადაარჩინა. ხვიჩამ მე-10 წუთზეც სცადა კარის აღება და მცველისგან ბურთი კუთხურზე გავიდა.
მატჩის დასრულების შემდეგ ნიცამ instagram სთორიზე ხვიჩას ვიდეო გამოაქვეყნა.