რას ამბობს ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - შეეცვლება თუ არა ბრალდება დაკავებულს
1732276871
ნუცა ბუზალაძე ტოპ 24-შია. ქართველი მომღერლის მორიგ გამოსვლას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
გამოსვლის შემდეგ, ნუცა ბუზალაძე ჟიურის შეხვდა. ყველას კარგად გვახსოვს დუეტების ტურში მომხდარი შემთხვევა, როდესაც პარტნიორმა განაცხადა, რომ „მათ დროის მენეჯმენტთან დაკავშირებით, განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ".
დუეტების ტურში ნუცამ გაიმარჯვა. გამარჯვების შემდეგ კი კეტი პერიმ მას ასეთი სიტყვები უთხრა:
„ნუცა, არ დაკარგო შენი გრაცია".
მაშინ ბუზალაძემ კეტი პერისთვის პასუხის გაცემა ვერ შეძლო. თუმცა, ბოლო გამოსვლის შემდეგ, მას ამისი შესაძლებლობა მიეცა.
„მაშინ ვერაფერი გიპასუხე... ადგილზე გაყინული ვიყავი, თავს ცუდად ვგრძნობდი მომხდარის გამო და ვერ შევძელი ისტორიის ჩემი მხარეც მომეყოლა. ვიცოდი, რომ ასე თუ მოვიქცეოდი, ცრემლებს ვერ შევიკავებდი. არ მინდოდა სცენაზე ნეგატიური ემოცია შემომეტანა. და ამისთვის მინდა, რომ ბოდიში მოგიხადო".
ამ სიტყვების შემდეგ კეტი პერი სკამიდან ადგა და ნუცას ჩაეხუტა.