გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
ტელეწამყვანი და მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობის ულამაზესი თაკო ცქვიტინიძის ცხოვრების გზა ნამდვილად არ იყო მარტივად გასავლელი. თუმცა, დღეს, სარკეში ჩახედვისას თავს ბედნიერად გრძნობს. როგორც თავად ამბობს, ძალიან იღლება, თუმცა, გულით უყვარს ის საქმე, რასაც ემსახურება და ყოველი გათენებული და დაღამებული დღისთვის ღმერთის მადლობელია.
გთავაზობთ ამონარიდს ჟურნალ "თბილისელების" ინტერვიუდან:
– თაკო, რამდენი წლის იყავი, როცა ტელევიზიაში პირველად შედგი ფეხი და კამერის მტვერი ჩაისუნთქე?
– ტელეკომპანია „პირველ სტერეოზე“ ეძებდნენ წამყვანებს და ოცი წლისა იქ რომ მოვხვდი, ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და განსაკუთრებული პერიოდი. სამსახიობოზე ვსწავლობდი, პირველ კურსზე ვიყავი, მანამდე კი ჟურნალისტიკა მქონდა დამთავრებული.
„პირველ სტერეოზე“ ჩემი მეგობარი მუშაობდა და მან მითხრა ქასთინგის შესახებ. მივედი და დამხვდა მერაბ სეფაშვილი, რომელიც ტელევიზიის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. წამაკითხეს ტექსტი, მათქმევინეს რაღაცები, გამახედეს აქეთ-იქით და უცებ მესმის მერაბ სეფაშვილის ხმა: სმენა გაქვს? კი, მაქვს-მეთქი. ჩართეს „ქუჩის ბიჭების“ სიმღერა „მიყვარხარ“, - არ არის მარტივი სამღერი, მაგრამ მაინც ავყევი (იცინის). მოკლედ, გამაჩერა და იმ დღიდან დავიწყე მუშაობა.
– მერაბ სეფაშვილის მოწყობილი რთული გამოცდის ჩაბარების შემდეგ გამოჩნდი ტელეეკრანებზე?
– ასე გამოდის, რომ 17 წლის წინ, მერაბ სეფაშვილთან ჩაბარებული რთული გამოცდის მერე გამოვჩნდი ეკრანზე და ის ჩემი სატელევიზიო ნათლიაა.
მუსიკალურ-გასართობი გადაცემა უნდა წამეყვანა და სმენაც უნდა მქონოდა, რიტმის შეგრძნებაც და აცეკვებაც შემძლებოდა (იცინის). არ დამავიწყდება, როგორც კი მითხრეს, მიღებული ხარო, იმ დღიდან დავიწყე პრაქტიკებზე სიარული. არ დამავიწყდება, როგორც კი მითხრეს, მიღებული ხარო, იმ დღიდან დავიწყე პრაქტიკებზე სიარული ტელევიზიაში და ერთ დღესაც, სულ რომ არ ველოდი და არც ფსიქოლოგიურად ვიყავი მზად, არც მორალურად და არც ვიზუალურად მითხრეს: ჩქარა გრიმი გაიკეთე, პირდაპირ ეთერში ჯდებიო .
ნიკა კაციასთან ერთად შემაგდეს ეთერში და არასოდეს დამავიწყდება ის ემოცია. ძალიან ვნერვიულობდი. მანამდე რომ ვუყურებდი, სულ ვამბობდი - როგორ შეუძლიათ წამყვანებს რეკლამის დროს ყავის დალევა, დასვენება და ჭამა-მეთქი , ახლა კი ზუსტად ვიცი, რომ სარეკლამო ჭრაში, ტელეფონზე საუბარიც შეიძლება მოასწრო, ყავის დალევაც და ჭამაც (იცინის).
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
1732307043
23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1732302840