PHOTO: თაკო ცქვიტინიძე ქორწილის ფოტოებს და მიმართვას ავრცელებს - „პირველად ვიგრძენი ფრაზა - „ბედნიერების გაზიარება“

takos qorwili

მსახიობი და ტელეწამყვანი, თაკო ცქვიტინიძე, რომელმაც კოლეგა ნიკა ფაიქრიძესთან ცოტა ხნის წინ იქორწინა, სოციალურ ქსელში ქორწილის ფოტოს გვიზიარებს და სამადლობელ პოსტს ავრცელებს.

„იმდენ ემოციას დავატარებ მთელი დღეა არ შემიძლია არ გამოვხატო და მადლობა არ გადავუხადო ადამიანებს რომლებმაც ულამაზესი და დაუვიწყარი დღე მაჩუქეს. მადლობა ჩემს.. აი აქ იმხელა ჩამონათვალი შეიძლება ყველა სიტყვა ერთად მოვიდა რომ ვწერდი, მაგრამ არ დაგღლით ვცდილობ ლაკონიური ვიყო😂

ნიკუშა ფაიქრიძე მადლობა შენ იმისთვის რომ არსებობ და განგებას რომ შემახვედრა შენი თავი

მადლობა რომ ჩემი თავი სხვა კუთხით დამანახე,მოდუნების საშუალებას არ მაძლევ,ჩემი მამოძრავებელი და მამოტივირებელი ხარ.მადლობა ყველა დღისთვის,ყველა ღიმილისთვის,ყველა საჩუქრისთვის,ამხელა სიყვარულისთვის და გუშინდელი დღისთვის უზომოდ მიყვარხარ

მადლობა ჩემს მშობლებს რომლებსაც გუშინ რო ვუყურებდი როგორი გახარებულები იყვნენ და როგორ გვერდში მედგნენ ეს მაბედნიერებდა. Marina Ckvitinidze Bacho Ckvitinidzeმადლობა ჩემს შვილს რომელიც იმხელა სითბოს გამოხატავდა ცრემლებს ძლივს ვიკავებდიSandro Sharashidze

მადლობა გუშინდელი დღის სულისჩამდგმელს Lali Shiukaიმისათვის რომ ასეთი ლამაზი დღე გვაჩუქა.რომ არა თქვენ არაფერი არ იქნებოდა❤️

მადლობა ჩემს მეგობრებს არ ჩამოგთვლით ბევრნი ხართ😂მეამაყებით და ბედნიერი ადამიანი ვარ რომ მყავხართჩემს ყველაზე საყვარელ თეატრს თქვენ ჩემი ოჯახი ხართ და ასეთი დასი არავის არ ყავს🎭❤️ნიკუშას უსაყვარლეს ნათესავებს სითბოსთვის და ყურადღებისთვის

ნიკუშას მეგობრებს,მის ჯგუფელებს❤️ჩვენს მეჯვარეებს,რომლებიც გვილამაზებდნენ დღეს❤️MariGold Georgia თქვენ საუკეთესკები ხართ და თვალდახუჭული გენდობით❤️Tamaz Qarauli

მადლობა ასეთი გვერდში დგომისთვისNino Fotskhverashvili მადლობა შენ რომ გამალამაზე და ამას ისეთუ გულით აკეთებდი ეს მუხტი გამყვა დღის ბოლომდე❤️Levan Gvazava მადლობა შენ ასეთ რეჟიმში რო მოახერხე და ჩვენთან იყავი

❤️პირველად ვიგრძენი ფრაზა:” ბედნიერების გაზიარება”- გუშინ დავინახე ეს უდიდესი დოზით, ყველა თქვენთაგანის ღიმილი და სიტყვა მახსოვს, თურმე რამხელა მნიშვნელობა აქ ყველაფერს

მადლობა საჩუქრებისთვის ყველააას❤️მადლობა უამრავი სმსისთვის და კომენტარისთვის,მაბედნიერებს თქვენი მოლოცვები და სითბო

❤️მე თქვენ მიყვარხართ, დაუვიწყარი დღე იყო გუშინ“, – წერს თაკო ცქვიტინიძე.