VIDEO: მერაბ სეფაშვილი კლინიკიდან გაწერის შემდეგ აბასთუმანში გაემგზავრა - მომღერალი ვიდეო მიმართვას ავრცელებს

მერაბ სეფაშვილი

"არ გამოდიოდა, რომ მადლობა არ მეთქვა, გამოვჯანმრთელდი, მადლობა ყველას და მადლობა ღმერთს, რომ მოვედი ჯანზე. ვიცოდი, რომ გიყვარდით, მაგრამ ასე თუ გიყვარდით არ მეგონა" - ამბობს ვიდეო მიმართვაში მომღერალი მერაბ სეფაშვილი, რომელიც კლინიკიდან გაწერის შემდეგ აბასთუმანში გაემგზავრა. 

მომღერალი გულშემატკივრებს მადლობას უხდის და ამბობს, რომ თავს ჯანმრთელად გრძნობს. 

 

ცნობისთვის, მომღერალი მერაბ სეფაშვილი რამდენიმე კვირის წინ, თავს ცუდად გრძნობდა. ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იწვა. 

მომღერალს ფილტვების ანთება და პერიტონიტი აღენიშნებოდა.