პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მომღერალი მერაბ სეფაშვილი უკვე მესამე დღეა, რაც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს.
მომღერალს ფილტვების ანთება აქვს.
სეფაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ „პრაიმტაიმთან“ კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი საუბრობს.
„მკვეთრად დადებითი დინამიკა აქვს, კლინიკურად კარგად არის“, - გვითხრა ლევან რატიანმა.
როგორ მოხვდა მომღერალი კლინიკაში ამ კითხვით სეფაშვილის პროდიუსერს გია გოგორიშვილს მივმართეთ.
„უკეთესად არის. იყო ძალიან რთული მდგომარეობა. ორმხრივი პნევმონია ჰქონდა, პლუს სეფსისი. როგორც ექიმებმა მითხრეს, მას ჰქონია ფილტვების ანთება გამოვლინების გარეშე, თავს გრძნობდა მხნედ, კონცერტებს ვატარებდით, ხან ერთ ქალაქში ვიყავით ხან მეორეში, ამ დროს, თურმე, ეს პროცესი მიდიოდა.
შემდეგ მისცა მაღალი სიცხე და დაეწყო ტკივილები. სასწრაფო რომ გამოვიძახეთ ნახეს, რომ სეფსისიც ამის გამო იყო, კიდევ კარგი მისცა სიცხე თორემ არ ვიცი...
მხნედ არის. რაც მთავარია, პალატაშია, რეანიმაცია არ დასჭირვებია, სატურაცია უკვე თითქმის ნორმაშია, მკურნალობას ექვემდებარება და პროცესი მიდის დადებითად“, - ამბობს გია გოგორიშვილი.