ნუცა ბუზალაძემ დუბაიში პირველი კლიპი გადაიღო

ნუცა ბუზალაძე

მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში ფოტოს და პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ დუბაიში კლიპს იღებს:  

„ჩემი პირველი კლიპის გადაღება დუბაიში“ - წერს ნუცა ბუზალაძე.

შეგახსენებთ, რომ ნუცა ბუზალაძე რამდენიმე ხნის წინ დუბაიში გადავიდა საცხოვრებლად. მომღერალი დუბაის თეატრის სცენაზე ბენდის წევრებთან ერთად მუშაობს და საღამოებს მართავს, რომლებსაც ცნობილი ადამიანებიც ხშირად ესწრებიან.

მომღერლის კონცერტს, ჰოლივუდის ვარსკვლავი სტივენ სიგალი და „Gipsy Kings“ წევრები ესწრებოდნენ, რომლებმაც ქართველი შემსრულებლის ვოკალური მონაცემების გამო, აღფრთოვანება გამოხატეს.