დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
მსახიობისა და ტელეწამყვანის, გიორგი (გოგიჩა) გოგიჩაიშვილის გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა. გოგიჩას მეუღლე ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე სოციალურ ქსელში გიორგის მიმართავს და ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
„არ ვიცი რა მოგწერო, გარდა იმისა, რასაც შენს სკვერში, ყოველ შეხვედრაზე გიწერ ქვიშაზე - „გვიყვარხარ“... მგონია, რომ ყველაფერი იცი და ყველაფერს გრძნობ, სულ აქ ხარ და სულ ის განცდაა, რომ ყველა ერთად ვართ.
ალბათ, იმიტომ რომ შენ გვასწავლე ცხოვრების ასეთი წესით სიყვარული და ურთიერთობები! რა შორსაც არ უნდა იყო, ახლოს ხარ ყველაზე!
ხანდახან ისე მჭირდები! ისე მჭირდები... გიო რანაირი ხარ რა... რამდენ რამეზე ვაპირებდით ერთად სიცილს და სიხარულს, კიდევ რამდენ თამაშს გამოვიგონებდით... რა შუაში იყო ეს დღე ჩვენთან...
მიყვარხარ და მადლობა... გოგიჩობა გრძელდება იცოდე, არ ინერვიულო!“...- წერს გოგიჩას მეუღლე.
„სადაც არ უნდა წავიდე... სადაც არ უნდა გავიქცე... დგება ეს დღე.... 3 წელი გატეხილი გულით და ნატკენი სულით... მიყვარხარ სამუდამოდ მამა! მენატრები“- წერს გიორგის უმცროსი ქალიშვილი მოდელი და ტელეწამყვანი, ნინი გოგიჩაიშვილი.