დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდმა, სვიმონ ჯანგულაშვილისა და გიორგი დონაძის ხელმძღვანელობით, სიქსტეს კაპელაში ქართული საგალობლებისა და ფოლკლორის 20-მდე ნიმუში შეასრულეს, მათ შორის ,„ოროველა“, „შენ ხარ ვენახი“, „ჩაკრულო“, „ლილე” , „,ოდოია”, „წმინდაო ღმერთო” და სხვ.
ამ ისტორიულ მოვლენას საფუძველი უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ინიციატივით ჩაეყარა.
სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდთან ერთად, კონცერტში მონაწილეობა მიიღეს სოლისტებმა - იანო ალიბეგაშვილმა, ქეთევან ქართველიშვილმა და გიორგი ცაგარელმა.
ამ ისტორიულ მოვლენას, რომელსაც უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ინიციატივით ჩაეყარა საფუძველი, მუსიკოსი ქეთევან ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმიანება და მადლიერების ნიშნად პოსტს აქვეყნებს:
„მხოლოდ ერთი სიტყვა - მადლიერება გამოხატავს ჩემს მთავარ სათქმელს...
მადლობელი ვარ სამყაროსი, რომ ამ ენით უთქმელ სივრცეში მეღირსა სიმღერა
მადლობელი ვარ სვიმონის, ზვიადის და ჩემი ბიჭების, რომლებსაც ყოველთვის სჯერათ ჩემი!
მადლობელი ვარ სამების საკათედრო ტაძრის მგალობლების, ამ საოცარი მუსიკოსების, რომელთაგანაც ყოველდღე ვსწავლობ, როგორ მიყვარდეს ჩემი საქმე უპირობოდ და მთელი არსებით ამ ღონისძიების მთავარი გმირები სწორედ ისინი არიან!
მადლობა ზვიად ბოლქვაძეს ამ მუსიკისთვის, რომლის შესრულებისას სცენაზე მიტირია კიდეც..
სიქსტეს კაპელა, 26.06.2022“ - წერს ქართველიშვილი.