„Miss model of the World 2022“- ს გამარჯვებული მარიამ მანაგაძე გახდა - ევროპიდან ხომ ჩამოვიტანე გვირგვინი, ახლა მსოფლიოდან მომაქვს

​მარიამ მანაგაძე, „Miss model of the World 2022“ -ს გამარჯვებული გახდა. ამის შესახებ მოდელი სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოსაც აქვეყნებს.

„ვტირი პირველი ადგილი საქართველოს მის მსოფლიო მოდელზე! ემოციებით ვარ სავსე, ჯერ კიდევ არ მჯერა ეს ტიტული, გვირგვინი და ფულადი პრიზი გადმომცეს დუბაის პრინცის სასახლეში.“ - წერს მოდელი.

როგორც მისი პოსტიდან ირკვევა, კონკურსი დუბაიში ჩატარდა და მასში სულ 90 ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. საბოლოოდ კი პირველი ადგილი ქართველმა ლამაზმანმა მოიპოვა.

„ვერ ვიაზრებ, ჯერ კიდევ შოკში ვარ, 90 ქვეყნიდან პირველი ადგილი საქართველოს მის მსოფლიო მოდელზე. ეს იყო წარმოუდგენელი ჩემთვის, ემოციებით ვარ სავსე დუბაის პრინცის სასახლეში გადმომცეს ეს ტიტული. ასევე ჩვენ ვიყავით დუბაი ექსპო 2020 ის მონაწილეები, ესეც ერთ-ერთი ისტორიული მომენტი ჩემს ცხოვრებაში.“ - წერს მარიამ მანაგაძე.