1731519914
Mattel-მა ბარბის შეფუთვაზე პორნოსაიტის ბმულის მითითებისთვის მოიბოდიშა
Mattel-მა გამოუშვა Wicked-ის თემატიკის ბარბი, რომელსაც შეფუთვაზე არასწორი ბმული ჰქონდა დაბეჭდილი. Wicked-ის საიტის მაგივრად, ბმულს მომხმარებლები ზრდასრულთა ფილმების ვებმისამართზე გადაჰყავდა, რომელსაც იგივე სახელწოდება აქვს, რაც მიუზიკლს არიანა გრანდესა და სინტია ერივოს მონაწილეობით.
მომხმარებლებმა, რომლებმაც შეცდომა შენიშნეს, სათამაშოების ყუთის სურათები სოციალურ მედიაში გააზიარეს.
ინფორმაცია პოპულარული YouTube არხის შემქმნელმა, სარა გენაომ, გადაამოწმა. სარა ვიდეოებს Legos-ის სათამაშოებზე აკეთებს. იუთუბერმა ABC News-ს განუცხადა, რომ მან ბეჭდვით შეცდომაზე ინფორმაცია პირველად Reddit-ზე ნახა და მოგვიანებით Target-ში ინფორმაციის გადასამოწმებლად წავიდა
„თავიდან მეგონა, რომ ეს სასაცილო ხუმრობა იყო, მაგრამ მაინც ვღელავდი, რადგან ინფორმაცია რადარების ქვეშ აქტიურად მოექცა",- თქვა მან და აღნიშნა, რომ თოჯინები უკვე კვირების განმავლობაში იყო თაროებზე გასაყიდად გამოდებული.
Mattel-ის წარმომადგენელმა ბოდიში მოიხადა და შეცდომა აღწერის ბმულის არასწორი ბეჭდვით ახსნა:
„Mattel-მა აღმოაჩინა, რომ Wicked-ის კოლექციის თოჯინების შეფუთვაზე არასწორი ბმულია მითითებული. ბმული მიზნად ისახავდა მომხმარებლების ფილმის ოფიციალურ WickedMovie.com-ის საწყის გვერდზე გადაყვანას. ჩვენ ვაცნობიერებთ შეცდომას და ღრმად ვწუხვართ ამ შემთხვევის გამო. მივიღებთ დაუყოვნებლივ ზომებს შეცდომის გამოსასწორებლად. არასწორად დაბეჭდილი ვებსაიტის ბმული არ არის ბავშვებისთვის შესაფერისი. მომხმარებლებს, რომლებსაც უკვე აქვთ პროდუქტი, ვურჩევთ, გადააგდონ პროდუქტის შეფუთვა ან დაფარონ ბმული. მშობლებს ვთხოვთ დამატებითი ინფორმაციისთვის Mattel-ის მომხმარებელთა სერვისცენტრს დაუკავშირდნენ",- განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, მიუზიკლი Wicked კინოთეატრებში 22 ნოემბერს გამოვა.