ზოდიაქოს ეს ნიშნები ნოემბრის შუა რიცხვებდან, ახალ ცხოვრებას დაიწყებენ
1731608420
მთაწმინდაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. მამუკა ლომიძის ჯგუფურად, განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულებს 15 წლიანი პატიმრობა შეეფარდათ. პატიმრობაში იმყოფება ბაჩო სირაძე, ხოლო არჩილ შადური იძებნება.
მკვლელობა თებერვალში ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა. კაფე "გალერიში" დაწყებული დაპირისპირება მეგობრის მხრიდან შვიდი გასროლით დასრულდა. მამუკა ლომიძე ადგილზე გარდაიცვალა.
მოსამართლემ, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლი გადააკვალიფიცირა და მკვლელობისთვის ბაჩო სირაძეს 15 წელი, ხოლო ძებნილ არილ შადურს, მკვლელობაში დახმარებისთვის 13 წელი მიუსაჯა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა მოკლული მამუკა ლომიძის ოჯახი. მოკლულის დედის, ირინა შენგელიას განცხადებით, ის დაკავებულის წინააღმდეგ უვადო თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.
"ვითხოვ უვადოს. არავითარ შემთხვევაში არ ვაპატიებ იმ სატანას ჩემი შვილის სიკვდილს", - განაცხადა ირინა შენგელიამ.
დაკავებულის ადვოკატის, მაია სირაძის განცხადებით, დაცვის მხარე მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
"რა თქმა უნდა, ჩვენი უფლებაა და გავასაჩივრებთ", - განაცხადა მაია სირაძემ.
დაცვის მხარის მსგავსად, განაჩენის გასაჩივრებას აპირებს ბრალდების მხარეც, თუმცა ისინი 15 წლიანი პატიმრობის ნაცვლად, ბრალდებულთათვის უვადო თავისუფლების აღკვეთას ითხოვენ.
"ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ქმედება ჩადენილია არის პირთა ჯგუფის მიერ, განზრახ მკვლელობა განხორციელებულია პირთა ჯგუფის მიერ. აღნიშნულის გათვალისწინებით, ბრალდების მხარე გაასაჩივრებს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, მოვითხოვთ ბრალდებულთა დამნაშავედ ცნობას 109-ე მუხლის ი-ქვე პუნქტის დანაშაულის ჩადენისთვის და 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ა- ქვე პუნქტით გათვალისწინებულის ჩადენისთვის. შესაბამისად, მოვითხოვთ, რომ ზემდგომმა ინსტანციამ ორივე ბრალდებულს მიუსაჯოს გათვალისწინებული სანქციის უმკაცრესი სასჯელი", - განაცხადა პროკურორმა გიორგი შაიშმელაშვილმა.