ვინ არიან ახალგაზრდები, რომლებიც ახალციხეში მომხდარ ავარიას ემსხვერპლნენ
1734938504
საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია შემოვიდა. ბერძნული SKY express პირდაპირ რეგულარულ რეისებს ათენიდან თბილისის მიმართულებით კვირაში 3-ჯერ, Airbus A321 neo ტიპის ავიახომალდით ასრულებს.
ახალი ავიაკომპანიის შემოსვლასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე, TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე, ავიაკომპანია SKY express-ის მფლობელი იუანის გრილოსი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
SKY express-ი, ეგეოსის ავიახაზებისა და Wizz Air-ის შემდეგ მესამე ავიაკომპანია, რომელიც საქართველოსა და საბერძნეთს შორის პირდაპირ რეგულარულ რეისებს ასრულებს.