„მამა რომ არ გავმხდარიყავი, არ ვიცი, დღეს ცოცხალი ვიქნებოდი თუ არა...“ - ბრედლი კუპერი

ბრედლი კუპერი

ამერიკელმა მსახიობმა და რეჟისორმა ბრედლი კუპერმა აღიარა, რომ შვილმა, ლეამ, გადაარჩინა და ცხოვრების ხალისი დაუბრუნა. ამის შესახებ კუპერმა დექს შეპარდის პოდკასტში " Armchair Expert" ისაუბრა.

"მამა რომ არ გავმხდარიყავი, არ ვიცი, დღეს ცოცხალი ვიქნებოდი თუ არა. მივხვდი, რომ ის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნებოდა. ჩემი დნმ მეუბნებოდა, რომ სამყაროში ჩემზე მნიშვნელოვანი ადამიანი მოევლინა." - თქვა მსახიობმა.

მსახიობი აღნიშნავს, რომ პირველ თვეებში, როდესაც მამა გახდა, სრულად ვერ აცნობიერებდა, თუ რამხელა ბედნიერება იყო ეს. თუმცა, შემდეგ, საკუთარი შვილის ზრდასა და განვითარებას ინტერესით აკვირდებოდა და ახლა ამბობს, რომ მის გარეშე ცხოვრება ბევრად უფრო მოსაწყენი და უინტერესო იქნებოდა

ბრედლი კუპერი აღნიშნავს იმასაც, რომ მას საკმაოდ რთული ბავშვობა ჰქონდა და არ სურს, ლეამ იგივე გამოსცადოს:

"მე ვარ მამა, რომელიც ცდილობს, საკუთარ ქალიშვილს რაც შეიძლება, ნაკლები ზიანი მიაყენოს და დაიცვას. მინდა, მის უსაფრთხოებაში ყოველთვის დარწმუნებული ვიყო."- აღნიშნავს კუპერი.

ბრედლი კუპერს ქალიშვილი 2017 წელს ირინა შეიკისაგან შეეძინა. წყვილი ერთმანეთს 2015 წლიდან 2019 წლამდე ხვდებოდა. ახლა ბრედლი კუპერს ურთიერთობა ახალგაზრდა მოდელთან, ჯიჯი ჰადიდთან აქვს. ის და ირინა შეიკი კი პერიოდულად დროს შვილთან ერთად ატარებენ.

ასევე წაიკითხეთ:

„ოჯახი ყოველთვის მეორე პლანზეა, ამიტომ მეუღლეც თვითონ უვლის საკუთარ თავს და ბავშვებიც დამოუკიდებლად იზრდებიან“ - როგორები არიან ქალი ზოდიაქოს ნიშნები

VIDEO: „ყველაფერი შენით იყო...“ - პაატა გულიაშვილის ემოციური შესრულება და აღფრთოვანებული მსმენელი

„მამაოს დანახვისას ამიტყდა ტირილი, უბედნიერესი ვიყავი...“ - რა სასწაულის შესახებ წერს მრევლი, რომელსაც მდუმარე ბერს უკავშირებენ