1770668307
იაპონელმა მეცნიერებმა დაასახელეს სისხლის ჯგუფი, რომელიც რისკ-ჯგუფია
იაპონელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ პირველი ჯგუფის სისხლის მქონეები, მძიმე ტრავმების შემდეგ სიკვდილის უფრო მაღალ რისკში არიან, ვიდრე დანარჩენი ჯგუფები. კვლევას ჟურნალი Critical Care-ი აქვეყნებს.
სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ პირველი ჯგუფის სისხლის მქონე პაციენტებს, რომლებმაც ფატალური დაზიანებები მიიღეს, ადრეული სიკვდილის ალბათობა საშუალოდ 28%-ს ჰქონდათ, ხოლო დანარჩენებს - 11%.
მეცნიერების თქმით, ამის მიზეზია ის, რომ პირველი ჯგუფის სისხლის შედედება რთულად მიმდინარეობს. ეს გარემოება, ექსპერტების აზრით, სისხლში ფონ ვილებრანდის ფაქტორის (სისხლის პლაზმური გლიკოპროტეინის) შემცირებული რაოდენობამ გამოიწვია.










