1770579402
ლანჩხუთში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ ლანჩხუთში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 თებერვალს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაზარალებულს სანადირო თოფიდან გასროლით ჭრილობა მიაყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის სიცოცხლის შენარჩუნება მოხერხდა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.










