1770668307
ტომატის წვენი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს ამცირებს - კვლევა
იაპონელმა მეცნიერებმა ექსპერიმენტის შედეგად დაადგინეს, რომ მარილის გარეშე ტომატის წვენის გამოყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს ამცირებს, ინფორმაციას გამოცემა MedicalXpress-ი ავრცელებს.
იაპონელი მეცნიერების ექსპერიმენტში 184 კაცი და 297 ქალი მონაწილეობდა, რომლებიც წლების განმავლობაში ტომატის წვენს განუსაზღვრელი რაოდენობით იღებდნენ. რის შემდეგაც მეცნიერებმა ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანების გულის მდგომარეობა შეისწავლეს.
გაირკვა, რომ ტომატის წვენის მარილის გარეშე გამოყენების შედეგად პაციენტების არტერიული წნევა შემცირდა და არტერიული ჰიპერტენზიის რისკმაც იკლო. ამის გარდა ექსპერიმენტში მონაწილეებს ქოლესტერინის მაჩვენებელი შეუმცირდათ.
მეცნიერები აცხადებენ, რომ პომიდორის ტომატის წვენი ქალებსა და კაცებზე და სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ადამიანებზე ერთნაირად მოქმედებს.










