რამდენ ხანს უნდა იხარშოს კვერცხი, ქათამი და ფილე, რომ სარგებლობა არ დაკარგოს - ნუტრიციოლოგის რჩევები

მოხარშული კვერცხი

ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს,თუ რამდენ ხანს უნდა იხარშოს კვერცხი, ქათამი და ფილე, რომ სარგებლობა არ დაკარგოს:

„თუ გვინდა, რომ კვერცხი რბილი, ნაზი ტექსტურის იყოს, 3-4 წუთი უნდა მოვხარშოთ. თუ გვინდა, რომ ცილა მკვრივი იყოს და გული ფუმფულა, ამას, დაახლოებით, 6 წუთი სჭირდება, ხოლო სრულად მოხარშვისთვის 8-10 წუთია საჭირო. თუ კვერცხს 12-14 წუთი და კიდევ მეტი დროის განმავლობაში მოვხარშავთ, ის გემოვნურ თვისებებს დაკარგავს. 

თუ მთლიან ქათამს ვხარშავთ, მაქსიმუმ 1 საათი უნდა მოვხარშოთ. ფილე შეგვიძლია, 20 წუთი ვხარშოთ. წყლის გამოცვლა საჭირო არ არის".