კრის მარტინმა განაცხადა, რომ მეთორმეტე ალბომი Coldplay-სთვის უკანასკნელი იქნება

კრის მარტინი

როკ-ჯგუფ Coldplay-ის წამყვანმა  ვოკალისტმა, კრის მარტინმა განაცხადა, რომ მეთორმეტე ალბომი Coldplay-სთვის უკანასკნელი იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 

„ლიმიტის ქონა აუცილებელია. ასე ხარისხს შევინარჩუნებთ",- აღნიშნა კრის მარტინმა.

გავრცელებულმა ინფორმაციამ ჯგუფის უამრავ გულშემატკივარს დაწყვიტა გული.