რუსეთის საჰაერო იერიშის შედეგად ხერსონში ექვსი ადამიანი დაიღუპა

ხერსონი

რუსეთის მიერ ხერსონზე საჰაერო იერიშის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, იერიშის შედეგად ასევე ექვსი ადამიანი დაშავდა. ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, საჰაერო იერიში ხერსონის ცენტრზე განხორციელდა.

„რუსები ქალაქს დილის 9 საათზე დაესხნენ თავს. ეს კიდევ ერთი დასტურია ჩვენი მტრის სისასტიკისა და სისაძაგლისა“, – აღნიშნა ალექსანდრ პროკუდინმა.