ჯასტინ ტიმბერლეიკი დააპატიმრეს

ჯასტინ ტიმბერლეიკი დააპატიმრეს

ჯასტინ ტიმბერლეიკი ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო დააპატიმრეს. პოპ ვარსკვლავი კუნძულ ლონგ-აილენდზე დააკავეს. პოლიციის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, მომღერალმა არ გააჩერა ავტომობილი გაჩერების ნიშანთან და სავალი ზოლიდან 2-ჯერ გადაუხვია.

ტიმბერლეიკმა ღამე პოლიციის განყოფილებაში გაატარა. მომღერალს ბრალი ოფიციალურად სასამართლოში წარუდგინეს, გირაოს გადახდის შემდეგ კი, გაათავისუფლეს.