1769284719
ერთმანეთი ინტერნეტით გავიცანით... - ბარბარა სამხარაძემ შეყვარებულის პროფესია გაამხილა
მომღერალი ბარბარა სამხარაძე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ბარბარა შეყვარებულია. “პრაიმ ტაიმი” მომღერალს დაუკავშირდა და შეეცადა მასთან გაერკვია ვინ არის ბარბარას რჩეული.
- ჩემი შეყვარებული პროფესიით ექიმია, თუმცა ამჯერად საკუთარი პროფესიით არ მუშაობს და სხვა საქმიანობას ეწევა. მეტს მის შესახებ ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით, იმიტომ რომ სანამ შეგვიძლია, მირჩევნია ჩვენთვის შევინახოთ..
- როგორც ვიცი ერთმანეთი ოპერაში გაიცანით?
- ერთმანეთი ინტერნეტით გავიცანით და შემდეგ ოპერაში შევხვდით.
- როგორ მოგხიბლათ?
- მასთან ყოფნისას მივხვდი, რომ მე ვიყავი ზუსტად ის ბარბარა რომელიც ვარ რეალურად. არ მიწევდა არც ბავშვური გოგონას და არაფრის თამაში. მე მე ვიყავი. სიტყვა მიყვარხარ, როცა მითხრა, ვუთხარი მე შენთან ძალიან მშვიდად ვგრძნობ თავს და ეს თუ სიყვარულია, მაშინ მეც მიყვარხარ-მეთქი.
- რამდენი ხანია რაც შეყვარებულები ხართ?
- 7 თვეა შეყვარებულები ვართ.










