ემინემი, კიანუ რივზი, სელენა გომესი - ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომლებიც საერთაშორისო სკანდალში არასდროს გახვეულან

ვარსკვლავები

ამერიკელი რეპერის, puff diddy-ის გარშემო ატეხილმა ამბავმა  მსოფლიოს ის ვარსკვლავები გაახსენა, რომლებიც  საერთაშორისო სკანდალში არასდროს გახვეულან.

სიის სათავეშია კიანუ რივზი. აღსანიშნავია, რომ ჰოლივუდის ყველაზე სევდიან კაცს  საზოგადოება კარიერულ წარმატებებზე მეტად ქველმოქმედებით იცნობს. ცოტას თუ ჰქონია ისეთი ტრაგიკული ცხოვრება, როგორიც კიანუს.  მსახიობი მამის გარეშე გაიზარდა, საუკეთესო მეგობარი ნარკოტიკების გადაჭარბებული რაოდენობის გამო დაკარგა. ავტოკატასტროფას კი ჯერ მისი შვილი, შემდეგ კი საყვარელი ქალი შეეწირა. 
კიანუ იმ იშვიათ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც ცხოვრებაში არსებული უამრავი პრობლემის მიუხედავად, იმედი არ დაკარგეს და ცხოვრება დიდი შემართებითა და ენთუზიაზმით გააგრძელეს.
 სოციალურ ქსელში კიანუს შესახებ გულშემატკივრები საინტერესო ამბებს ხშირად ჰყვებიან.  როგორც თვითმხილველები ამბობენ,  ერთხელ კიანუ 20 წუთის განმავლობაში წვიმაში იდგა, რადგან საკუთარი ფილმის წვეულებაზე მისული ვერავინ იცნო. იმის ნაცვლად, რომ ხალხისთვის შეეხსენებინა ვინ იყო, კიანუმ  მეგობრებისთვის დაცდა ამჯობინა.  ის რიგითი ადამიანების მსგავსად, მატარებლით მგზავრობს და არც მოქალაქეებისთვის ადგილის დათმობას ერიდება. ბავშვთა საავადმყოფოების დასახმარებლად მსახიობი ყოველწლიურად, მილიონობით დოლარს რიცხავს.  ფორბსის მონაცემებით, კიანუ რივზს ქველმოქმედებაში 31, 5 მილიონ დოლარამდე აქვს დახარჯული. 
 
კიანუს მსგავსად,  არც ემინემს ჰქონდა მარტივი ცხოვრება. თავის ტრაგიკულ ისტორიებზე რეპერი საკუთარ სიმღერებში ხშირად საუბრობს.  მარშალ ბრიუს მეზერსი იგივე ემინემი  მამას არასდროს შეხვედრია.  რეპერის თქმით, ნარკოტიკების მიღება დედამ დააწყებინა. ის კრიტიკის ქარ-ცეცხლეში არაერთხელ გახვეულა, თუმცა, ემინემი ამას არ გაუბოროტებია. მან გარშემომყოფებს დაუმტკიცა, რომ ცხოვრების შეცვლა ყოველთვის შესაძლებელია. კანიე უესტმა, რომელიც ხშირად პროვოკაციული კომენტარებით გამოირჩევა, ემინემს ასეთი სიტყვები მიუძღვნა: „ამ ინდუსტრიაში არავინ იქნება მასზე უფრო მაგარი და ძლიერი“.ნარკოდამოკიდებულებასთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, ემინემმა მავნე ნივთიერებების გამოყენებას თავი დაანება. ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ რეპერი ბაბუა გახდება. 
 
საერთაშორისო სკანდალში არასდროს გახვეულა ტეილორ სვიფტიც. მომღერალი ერთ-ერთია იმ ცნობილ ადამიანებს შორის, რომლებიც გულშემატკივრებისადმი ყურადღებითა და ქველმოქმედებით გამოირჩევიან.. „კორონავირუსის პანდემიის დროს  გულშემატკივრებს გადასახადები  დაუფარა“,  “, „5 შვილის მარტოხელა დედას 50 ათასი  დოლარი გადაურიცხა“ , „სტუდენტს სწავლა დაუფინანსა“ , -  გუგლის საძიებო სისტემაში ტეილორ სვიფტის შესახებ მსგავსი შინაარსის სტატიებს მრავლად შეხვდებით.. წარმატების მიღწევა დამოუკიდებლად, შრომითა და პატარა ნაბიჯებით დაიწყო. შედეგად კი ქანთრის ჟანრის შემსრულებლიდან პოპვარსკვლავად იქცა. Forbes -ის ინფორმაციით, ახლა სვიფტი მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე მდიდარი მუსიკოსია.
 
გულწრფელობის,  თანაგრძნობისა და ადამიანების მოხიბვლის თანდაყოლილი უნარის წყალობით საზოგადოებას თავი განსაკუთრებით შეაყვარა სელენა გომესმაც. ფილმის „მონტე კარლოს“ ვარსკვლავი კომპლექსებზე, მენტალურ ჯანმრთელობასა და პირად პრობლემებზე საჯაროდ ლაპარაკს არასდროს ერიდება. სირთულეებთან გამკლავება ბავშვობიდანვე ისწავლა. 5 წლის იყო, როდესაც მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ და დედასთან, მენდი ტიპისთან ერთად ფინანსური პრობლების პირისპირ აღმოჩნდა. ფსიქიკური პრობლემების, განუკურნებელი დაავადებისა და ღრმა დეპრესის მიუხედავად, ცნობილი მომღერალი არასდროს დანებებულა.  სელენა გომესი სირთულეებთან გამკლავებაში სხვებს ეხმარება, იბრძვის ქალების უფლებებისთვის, არასდროს იღლება იმის თქმით, რომ სილამაზეს სტანდარტები არ აქვს და რომ  ოცნების რეალობად ქცევა გვიანი არასდროსაა.