VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
ნუცა ბუზალაძე „ამერიკის ვარსკვლავის“ დატოვების შემდეგ „იმედის დღეს“ ჩაერთო და მიღებულ ემოციებსა და შთაბეჭდილებებზე ისაუბრა.
ნუცამ საუბარი ზაზა შენგელიასთვის მადლობის გადახდით დაიწყო.
როგორც მომღერალმა აღნიშნა, დედის შემდეგ მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარი სწორედ ზაზა შენგელია იყო.
„მიუხედავად იმისა, რომ ვერ გავიმარჯვეთ ან რა იმედებიც ხალხს ჰქონდა, ისე არ მოხდა, მაინც ძალიან ბედნიერი ვარ. საოცარი სიყვარული წამოვიდა და დიდი წარმატება ამ პროექტიდან. აქ გადმოვედი საცხოვრებლად უკვე ლოს ანჯელესში. ფინალში ისევ ვბრუნდები, ორი კვირა დარჩა. ფინალის შემდეგ ცოტა ხნით საქართველოში ჩამოვალ…“
ნუცა აღნიშნავს, რომ ეს იქნება მისი ძალიან დიდი წარმატების დასაწყისი.