ორი ასაკობრივი ზღვარის გადალახვის შემდეგ, ადამიანი საგრძნობლად სწრაფად ბერდება - ახალი კვლევა
1732214480
ზაზა შენგელია ნუცა ბუზალაძის გამოსვლას ეხმიანება.
„ვულოცავ ნუცა ბუზალაძეს ფანტასტიურ გამოსვლას დღევანდელ ტურში და ზოგადად მთელს პროექტში. მისი გამოსვლა იყო უაღრესად გამორჩეული, ღირსეული და ხარისხიანი !
იყო რა პირველი უცხოელი, რომელიც ამ კონკურსის საფინალო ლაივ შოუების ეტაპზე გავიდა, მან რეალურად შეცვალა ამ უზარმაზარი ტელეშოუს 25 წლიანი ისტორია და შეაღო ამ კონკურსის კარი ახალგაზრდა ტალანტებისთვის დანარჩენი მსოფლიოდან !
ნუცასთან ერთად ვულოცავ მთელ საქართველოს,რომელმაც ნუცას დახმარებით გაანგრია უზარმაზარი ყრუ კედელი და დაფიქსირდა მსოფლიოს უმსხვილესი და წამყვანი ამერიკული მუსიკალური ბაზრის რუკაზე, რაზეც მანამდე ოცნებაც კი ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნებოდა, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ეტაპზე ამერიკული ტელეაუდიტორია (ყოველ შემთხვევაში მისი დიდი ნაწილი) არც მენტალურად და არც მორალურად არ აღმოჩნდა მზად არაამერიკელი კონკურსანტის მისაღებად და პირიქით - ნუცას უნიჭო მეწყვილის, კარინა დიანჯელოს სპეკულაციური პროვოკაციის გამო, ფსიქოლოგიური წნეხის და ბულინგის ქვეშ მოაქცია ნუცა, თუმცა ამ სიტუაციაში ნუცა უაღრესად ღირსეულად მოიქცა და სტრესულ სიტუაციას კარგად გაართვა თავი. ეს ფაქტიც მის მებრძოლ ხასიათზე მიუთითებს .
დიდი მადლობა ყველას და განსაკუთრებით ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს, რომლებიც რამოდენიმე დღისა და ღამის განმავლობაში გადაბმულად მუშაობდნენ ნუცასთვის მისაცემი ხმების მობილიზაციისათვის
განსაკუთრებული მადლობა ცნობილ ქართველებს სხვადასხვა სფეროდან, რომლებიც სოციალური ქსელების საშუალებით ჩაერთვნენ ნუცას მხარდამჭერ კამპანიაში.
არ შემიძლია არ ავღნიშნო ჟიურის წევრების პროფესიონალიზმი და განსაკუთრებული კეთილგანწყობა ნუცას მიმართ. მე ასე ვიტყოდი: წინა ტურში მათ არა მარტო გადაარჩინეს ნუცა, არამედ ირიბად აგრძნობინებდნენ, რომ ნუცა ამ შოუში ნიჭით, პროფესიონალიზნით და შრომისმოყვარეობით აბსოლუტურად გამორჩეული კინკურსანტი იყო.
როგორც ლაიონელ რიჩიმ ბოლო გამოსვლაში აღნიშნა, რომელ ადგილზეც არ უნდა გასულიყო ნუცა, მან American Idol-ის მრავალმილიონიან ტელეაუდიტორიას დაანახა, მიუხედავად იმისა რომელ ადგილს დაიკავებდა, ის არის უკვე შემდგარი ვარსკვლავი და აბსოლუტურად მზადაა ამერიკულ შოუ-ბიზნესში მუშაობისათვის“,- წერს ზაზა შენგელია.