„შენ ხარ ვარსკვლავი... დაივიწყე ციფრები!" - ლიონელ რიჩის მიმართვა ნუცა ბუზალაძეს

ნუცა და ლიონელ რიჩი

ნუცა ბუზალაძე „ამერიკის ვარსკვლავს" გამოეთიშა. ქართველმა მომღერალმა Queen-ის ცნობილი ჰიტი The show must go on შეასრულა და ჟიურისგან დადებითი შეფასებები დაიმსახურა. მისი მენტორი მომღერალი, ადამ ლამბერტი იყო.

 „დაივიწყე ციფრები - 1, 5, 7, 10, 20 - ამას მნიშვნელობა არ აქვს. შენ ხარ ვარსკვლავი, მნიშვნელობა არ აქვს რომელ რაოდენობაში მოხვდები. გახსოვდეს, შენ ეს შეძელი",- უთხრა ლიონელ რიჩიმ ნუცა ბუზალაძეს