„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
მომღერალმა, ნუცა ბუზალაძემ მას შემდეგ რაც american idol დატოვა საკუთარი გამოსვლა და შედეგები შეაჯამა.
„მეგობრებო, ეს იყო ჩემი ცხოვრების ძალიან საინტერესო და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი. ხომ არ გგონიათ, რომ გულდაწყვეტილი ვარ ამ შედეგებით? არა! ველოდი.
ეს იყო ჩემი პირველი მცდელობა ძალები მომესინჯა ამერიკაში და ეს მხოლოდ დასაწყისია!
ძალიან მადლობელი ვარ პროექტის, რომ დაუშვა პრეცენდენტი და ჩემი სახით არა ადგილობრივი კონკურსანტი მიიღო, ეს ამერიკის ვარსკვლავის ისტორიაში პირველად მოხდა და ის შედეგი რაც მივიღეთ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით არის გამარჯვება!
დიდი მადლობა თქვენ - ჩემს გულშემატკვრებს! თქვენი თანადგომა ძალიან მაძლიერებს. ცალკე მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გულანთებულ ემიგრანტებს - საუკეთესოები ხართ და ძალიან მიყვარხართ!!!!
დღეს, ვარ ბედნიერი და სავსე ვარ ენერგიით, მოტივაციით, შემართებით რომ შემდეგი ნაბიჯებით გადავიდე კარიერაში.
ერთს გპირდებით: უფრო დიდ მასშტაბებზე და უფრო ხშირად გაიგებთ სახელს “ნუცა” ან #nutsfornutsa ს მიყვარხართ“,- წერს ნუცა ბუზალაძე.