Coldplay-ის კონცერტზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ, კრის მარტინი საზოგადოებას აფრთხილებს

coldplay

Coldplay-ის კონცერტზე კომპანია Astronomer-ის უკვე ყოფილი დირექტორის, ენდი ბაირონისა და განყოფილების უფროსის, კრისტენ კაბოტის რომანის გამოაშკარავებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 

ამ ამბავმა კრის მარტინამდეც მიაღწია. ცოტა ხნის წინ, კონცერტის დაწყებამდე, ჯგუფის სოლისტმა საზოგადოება გააფრთხილა:

„მზად იყავით, ჩვენ გამოვიყენებთ კამერებს და რამდენიმე თქვენგანს დიდ ეკრანზე ვაჩვენებთ".