1753214676
მედია: ბრიუს უილისს ლაპარაკი, კითხვა და სიარული აღარ შეუძლია

The Economist-ის ინფორმაციით, მსახიობ ბრიუს უილისის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. გამოცემა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ 70 წლის უილისს პრაქტიკულად აღარ შეუძლია ლაპარაკი, კითხვა და სიარული.
აპრილში უილისის ოჯახმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ დაავადების პროგრესირების მიუხედავად, მსახიობის მდგომარეობა სტაბილურად ითვლება. თუმცა ახლა ცნობილი გახდა, რომ უილისს ლაპარაკი პრაქტიკულად აღარ შეუძლია, ის ვეღარ კითხულობს. ასევე, უილის აქვს პრობლემები მოტორიკასთან.
დემენცია, რომელიც მსახიობს აქვს, მოქმედებს ტვინის იმ ნაწილებზე, რომლებიც ქცევაზე, პიროვნულ თვისებებსა და მეტყველებაზე არიან პასუხისმგებლები.