ზოდიაქოს 7 ნიშანი, ვისაც აგვისტოს დასაწყისში ფინანსური წარმატება ელოდება
1753210394
ეს საგამოძიებო ექსპერიმენტები ბუნებრივია გამოძიებას მეტ დეტალს ჰფენს ნათელს, - განაცხადა პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე საუბრისას.
„საგამოძიებო ექსპერიმენტისას დაზარალებულები გამომძიებლებს და ექსპერტებს უთითებს კონკრეტულად იმ ღამეს, როდესაც მოხდა მათი დაზიანება სად იდგნენ, მათი ხედვით საიდან მოხდა გასროლა.
კონკრეტულ საქმეზე, რომელზეც ტარდება საგამოძიებო ექსპერიმენტები თბილისი პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და აღდგენაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით და იარაღით გადამეტების ფაქტზე.
აქ საუბარი არის რამდენად პროპორციული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან განხორციელებული ქმედება, რამდენად სწორად იყო ღონისძიება დაგეგმილი და როდესაც გამოძიების საგანს წარმოადგენს ეს გარემოება, ამ კუთხით ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება“, - აღნიშნა მარიამ ბერძენიშვილმა.
პროკურატურის ცნობით, სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა პროცედურულ ნაწილში და სახელმწიფოს დაევალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.