არიანა გრანდემ მანჩესტერის საბავშვო საავადმყოფოების პაციენტებს საშობაო საჩუქრები გაუგზავნა

არიანა გრანდე

 არიანა გრანდემ საშობაოდ, ინგლისის ქალაქ მანჩესტერში მდებარე ოთხი საბავშვო საავადმყოფოს პაციენტებს საჩუქრები გაუგზავნა. ინფორმაცია ამის შესახებ Manchester Foundation Trust Cherity-იმ გაავრცელა, რომელმაც ქსელში გამოქვეყნებული პოსტით, არტისტს მადლობა გადაუხადა.

აღსანიშნავია, რომ ქველმოქმედების ამ ფორმით, მომღერალი წლების წინ მანჩესტერის მთავარ არენაზე, მისი კონცერტის დასრულების შემდეგ მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება. მას შემდეგ, შემსრულებელი მანჩესტერის ბავშვთა საავადმყოფოებს საშობაო საჩუქრებს ყოველწლიურად უგზავნის.

 შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 22 მაისს, მაშინ, როცა არიანა გრანდეს კონცერტზე დამსწრეები ,,მანჩესტერ არენას” ტოვებდნენ, ტერაქტი მოხდა. განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება – ,,ისლამურმა სახელმწიფიომ” აიღო. მომხდარს 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა დაახლოებით 120 ადამიანი. ტერაქტიდან რამდენიმე დღეში, 4 ივნისს, მუსიკოსი ინგლისში დაბრუნდა და დაზარალებულთა მხარდსაჭერად ,,ოლდ ტრაფორდზე”, საქველმოქმედო კონცერტი – One Love Manchester გამართა. ტერაქტის შემდეგ, გრანდეს მანჩესტერის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.