„ეს ხილი კიბოს მკვლელია!“ - არუნ ხათრის რეკომენდაცია
1729792444
A$AP Rocky-ს და რიანას უკვე ორი ვაჟი ჰყავთ, თუმცა როგორც რეპერი ამბობს, მოვლენათა ასეთი განვითარება მან რიანასთან შეხვედრისთანავე იცოდა.
როკი მეუღლესთან განსაკუთრებულ კავშირზე W Magazine-თან ინტერვიუში საუბრობს, რომლის ყდის ფოტოც სწორედ რიანას გადაღებულია.
„მე ეს ჯერ კიდევ იმ დროიდან ვიცოდი, როცა პატარები ვიყავით,” – იხსენებს რეპერი იმ პერიოდს, როცა მიხვდა, რომ ცხრა გრემის მფლობელი მომღერალი მისი შვილების დედა იქნებოდა. „მგონი, ეს ორივემ ვიცოდით და ასეც მოხდა, როცა გავიზარდეთ. ჩვენ ისევ დავუკავშირდით ერთმანეთს.”
როკიმ ასევე გაიხსენა შემთხვევა, როცა ის ღამის კლუბიდან გამოაგდეს. რიანა კი გარეთ გამოვიდა და დაცვას მის შიგნით შეშვებას სთხოვდა. რეპერმა დაამატა, რომ მათი რომანი კოვიდ-19-ის პანდემიამდე, 2019-2020 წლებში დაიწყო.
„ძალიან ბევრი ამბავი გვაკავშირებს. ერთხელ ღამის კლუბიდან გამომაგდეს. არ მიშვებდნენ. ეს ის პერიოდია, როცა კარიერას ვიწყებ და ჯერ არავინ მიცნობს. მეთიუ უილიამსთან და ვირჯილთან ერთად ვიყავი. ის ჩვენ არც გვიცნობდა, მაგრამ გარეთ გამოვიდა. ჩვენ ერთმანეთს თვალებში შევხედეთ და მან დაცვას უთხრა: „რატომ არ უშვებთ, რა გჭირთ? შემოუშვით ეს ადამიანი!”
ინტერვიუს ნაწილი რეპერის ნიუ-იორკის სახლის ქუჩაზე ჩაიწერა, სადაც ვირჯილ აბლომ 2012 წელს როკის მუსიკალური კლიპი Fashion Killa გადაიღო.
„განსაკუთრებული ადგილია ჩემთვის, რადგან ეს არის პირველი ადგილი, სადაც მას შევუყვარდი,” – ამბობს A$AP Rocky.
წყვილს პირველი ვაჟი 2022 წელს შეეძინა, მეორე კი – მომდევნო წელს. რეპერის თქმით, შვილების მოვლაში რიანას თავისი მშობლები და როკის დედა ეხმარებიან. „ბედნიერი ვარ, რომ ერთი მშობელი მაინც მყავს. ჩვენი მშობლების მხარდაჭერა რომ არ გვქონდეს, არც კი ვიცი, რას შევძლებდით.”
A$AP Rocky-ს აქტიური პერიოდი აქვს მუსიკალურადაც. რეპერი ალბომის Don’t Be Dumb გამოსაცემად ემზადება, რომლის გამოშვებაც შემოდგომისთვის გადაიდო. მისი სინგლების ტრიო კი – Hijack, Tailor Swif და Ruby Rosary – Billboard Hot 100-ში შევიდა.