ზუგდიდში ავარიის შედეგად მანქანას ცეცხლი გაუჩნდა - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

ავარია ზუგდიდში

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რამდენიმე წუთის წინ ზუგდიდში, ე.წ. საკონსერვოს დასახლებაში.

თვითმხილველის ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, აქედან ერთს ცეცხლი გაუჩნდა.

ადგილზე სამართალდამცველები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებულნი.   

მეხანძრე-მაშველებმა ხანძარი ჩააქრეს. შემთხვევის შედეგად დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.