დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ინდოეთის ქაშმირში წყალდიდობის შედეგად დაიღუპა 13 და უგზო-უკვლოდ დაიკარგა სულ მცირე სამი ათეული ადამიანი. ამის შესახებ „როიტერი“ იტყობინება.
ადგილობრივი რელიგიური პილიგრიმობის დროს, ინდუიზმის ათიათასობით აღმსარებელი ერთ-ერთი სალოცავი გამოქვაბულისკენ მიემართება, სადაც არის ყინულის სტალაგმიტები და რომელიც ღმერთ შივას ფიზიკურ გამოვლინებად ითვლება. სწორედ ამ ტერიტორიაზე მოხდა წყალდიდობა.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ „ტვიტერის“ საშუალებით დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.
აღნიშნული გამოქვაბული მთელი წლის განმავლობაში თოვლითაა დაფარული, მაგრამ ზაფხულის პერიოდში ტემპერატურის მატება მისასვლელ უღელტეხილებს ასუფთავებს. წლევანდელი პილიგრიმობა კორონავირუსით გამოწვეული ორწლიანი პაუზის შემდეგ ტარდება.