VIDEO: ასეთი სტიქია რაჭაში არ ახსოვთ - ქარიშხალმა ზნაკვაში თითქმის ყველაფერი გაანადგურა

stiqia

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა და წვიმამ პრობლემები შექმნა. ქარმა რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა, ასევე მოგლეჯილია ხეები, განადგურებულია მცენარეები. ადგილობრივების თქმით, ქარიშხალი რამდენიმე წუთს გაგრძელდა.

სოფელ ზნაკვაში მცხოვრებლები ამბობენ, რომ მსგავსი რამ მათ მუნიციპალიტეტებში არასოდეს უნახავთ.

ამბროლაურის მერის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაზარალებულ სოფლებში იმყოფებიან, მიმდინარეობს ზარალის შესწავლა და დაზუსტებული ინფორმაცია დილით ექნებათ.

ვიდეოს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ინგა მურუსიძე ავრცელებს.