არა მხოლოდ მზის დაბნელება: რატომ გახდება 2026 წლის 12 აგვისტო წლის მთავარი ასტრონომიული დღე
1786480007
გადაუღებელმა წვიმებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.
სოფელ მედანში, მიქავების საკარმიდამო ეზოში მეწყრული პროცესები დაიწყო, თხილნარსა და სიმინდის ყანებში ორ ჰექტარ მიწაზე გაჩნდა ბზარები.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია აცხადებს, რომ ბზარები იზრდება და თუ ასე გაგრძელდა, საჭირო იქნება რამდენიმე ოჯახის გაყვანა.
ბელქანიას ცნობით, მეწყრული პროცესი გაზსადენის მილებსაც აზიანებს, რაც სერიოზული საფრთხის შემცველია.
მოსახლეობა დახმარების მოლოდინშია.
