VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას გამზირზე კაცი ყოფილ ცოლსა და ორ შვილს დანით გამოეკიდა და მოკვლით ემუქრებოდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
ქალს ყოფილი ქმარი სამუშაო ადგილზე, სალონში მიუვარდა, სადაც მათი შვილების იმყოფებოდნენ.
დაპირისპირების შემდეგ ქალმა მოძალადისგან თავის დაღწევა და სალონიდან გამოქცევა იმ ქალის დახმარებით შეძლო, რომელსაც ემსახურებოდა.
კაცმა ქუჩაში ქალაქის ცენტრამდე, დაახლოებით 200 მეტრის დისტანციაზე სდია ყოფილ ცოლსა და ორ შვილს. მოქალაქეებმა დანით შეიარაღებული კაცის შეჩერება ვერ შეძლეს.
არსებული ინფორმაციით, როგორც კი მოძალადემ სამართალდამცველები დაინახა, დანა დააგდო და საკუთარი ნებით ჩაბარდა. პოლიციამ კაცი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა. ქალი კი დაკითხვაზეა.