ვინ არის რუსეთში მყოფი ქართველი მომღერალი, რომელიც "შავ სიაში" მოხვდა და კონცერტებში აღარ მიიღებს მონაწილეობას

musia

რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებამ შეადგინა რუსი მუსიკოსების "შავი სია", ისინი კონცერტებში არასასურველ შემსრულებლებად არიან აღიარებულები.

გამოცემა Fontanka აქვეყნებს აკრძალული მუსიკალური შემსრულებლების სიას, რომელთა შორის ერთი ქართველი მომღერალი, მარია თოთიბაძეა შეყვანილი. მანამდე, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე პუტინის პირველი "შავი სია" შედგა, სადაც ის მომღერლები იყვნენ შეყვანილები, ვინც უკრაინაში რუსულ ინტერვენციას ეწინააღმდეგებიან. 

ამჯერად, პუტინის "შავი სია" განახლდა... 

ვინ არის მარია თოთიბაძე და როგორ მოხვდა ის რუსეთის დიდ სცენაზე? - ამ კითხვაზე პასუხს აღნიშნულ სტატიაში ნახავთ:

26 წლის ქართველი მომღერალი მოსკოვში დაიბადა. ჯაზის შემსრულებლის შესახებ რუსული მედია წერს. 

მარია თოთიბაძე დაიბადა 1996 წლის 12 მარტს მოსკოვში მემკვიდრეობითი ქართველი ის მხარტვარ კონსტანტინე თოთიბაძის შვილია. მშობლები მარიას მოფერებით მუსიას ეძახდნენ. მუსიას მამას და ბიძას, გიორგის მოსკოვში გალერეა "თოთიბაძე" აქვთ. გოგონა 8 წლის იყო, როცა გიტარა აჩუქეს, მან იმდროიდან დაიწყო მუსიკის სწავლა.

"მამამ არჩევანი მომიწონა. დავიწყე გიტარაზე დაკვრა და დასთან ერთად სიმღერა. ”- იხსენებს მომღერალი.

მუსიკისადმი გატაცებამ ახალგაზრდა მუსია ჯაზკლუბში მიიყვანა, სადაც მონაწილეობა მიიღო ჯემ-სესიებში და განავითარა ვოკალური შესაძლებლობები.

წითელთმიან გოგონას ნათელი მწვანე თვალებით შეეძლო წარმატებული სამოდელო კარიერა გაეკეთებინა. მუსიამ მიიღო შეთავაზებები წამყვანი სამოდელო სააგენტოებისგან. თუმცა გოგონას მამა კატეგორიული წინააღმდეგი იყო მისი ქალიშვილი პოდიუმზე ასულიყო. მისი აზრით, საარსებო მინიმუმი პროფესიით უნდა იშოვო და არა გარეგნობით.

სკოლის დამთავრების შემდეგ მან გადაწყვიტა მოსკოვის სამხატვრო თეატრის სკოლაში ჩაბარება. წარმატებით ჩააბარა მისაღები გამოცდები, გოგონა ჩაირიცხა სამსახიობო კურსზე იგორ ზოლოტოვიცკისთან, თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ იგი გადავიდა GITIS-ის სარეჟისორო განყოფილებაში. მისი მენტორი იყო თეატრის ცნობილი რეჟისორი და მასწავლებელი ოლეგ კუდრიაშოვი.

კარიერა
თოთიბაძემ მუსიკალური კარიერა დაიწყო 1990-იანი წლების ჰიტებით დაიწყო. მისი პირველი ხმაურიანი ნამუშევარი იყო "სიმართლე სიყვარულის შესახებ", რომელიც 2014 წელს შეასრულა. ერთი წლის შემდეგ, გოგონამ ვიდეო კლიპი სიმღერისთვის "რადიო" გადაიღო, იმ მომენტიდან დაიწყო მარიამმა თანამშრომლობა გრიგოლ დობრიგინთან, რომელიც გადაიზარდა მჭიდრო პირად ურთიერთობაში.

ამის შემდეგ მუსიას მუსიკა უფრო და უფრო ინდივიდუალური ხდება - მომღერალი დამოუკიდებლად ქმნის სიმღერებს. ასე რომ, თოთიბაძის მეორე ალბომი - "ახალგაზრდობა", რომელიც 2020 წლის დეკემბერში გამოვიდა, უკვე მთლიანად მუსიას დაწერილი კომპოზიციებისგან შედგებოდა.

პირადი ცხოვრება

რამდენიმე წლის განმავლობაში მომღერალს რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა მსახიობ გრიგორი დობრიგინთან, რომელმაც მარიასთვის არაერთი ვიდეოკლიპი შექმნა. ახალგაზრდებმა ურთიერთობა 2015 წელს დაიწყეს და მთელი ამ ხნის განმავლობაში 11 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, ჰარმონიული წყვილის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ.

ამიტომ, მისი თაყვანისმცემლები უკიდურესად იმედგაცრუებულნი დარჩნენ, რაც 2020 წლიდან მან შეწყვიტა შეყვარებულთან ერთობლივი ფოტოების გამოქვეყნება Instagram -ზე.

მიმდევრები ამბობდნენ, რომ მარია და გრიგორი დაშორდნენ. მალევე ეს მოსაზრება დადასტურდა, როდესაც პეტერბურგში სპექტაკლის "ჯულიეტას" პრემიერაზე მარია მსახიობ და ბლოგერ ანტონ ლაპენკოსთან ერთად გამოჩნდა.

ფოტორეპორტიორებმა გადაიღეს ცნობილი სახეები ხელჩაკიდებული. თუმცა, არც თოთიბაძეს და არც მის თანმხლებს ამის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

მარია თოთიბაძესთან ერთად "შავ სიაში" შეყვანილები არიან:

  • რეპერი "Нойз МС" (ივან ალექსეევი)
  • რეპერი "ოქსიმირონი" (მირონ ფედოროვი)
  • "DDT" (იური შევჩუკი)
  • ჯგუფი "Машина времени" (ანდრეი მაკარევიჩი)
  • "ჯგუფი "Аквариум" (სოლისტი გრებენშჩიკოვი ბორის)
  • ჯგუფი "Каста" (ლეშკევიჩ ვლადისლავი, ეპიფანტცევი მიხაილი, პასეჩნი ანდრეი)
  • ჯგუფი "Би-2" (უმან ალექსანდრე, ბორტნიკ ეგორი)
  • ჯგუფი "Несчастный случай" (ალექსეი კორტნევი)
  • მომღერალი ზემფირა
  • მომღერალი ვალერი მელაძე
  • მომღერალი  დიმიტრი სპირინი 
  • ჯგუფი "Anacondaz" (ხორევ არტემი, კარამუშკინი სერგეი)
  • ჯგუფი "Louna" (გევორგიან ლუსინე)
  • ჯგუფი "Порнофильмы" (კოტლიაროვი ვლადიმერ)
  • ჯგუფი "Ногу Свело" (პოკროვსკი მაქსიმ)
  • ჯგუფი "Кровосток" (ჩერნიაკ ანტონი)
  • ჯგუფი "Элизиум" - (კუზნეცოვი დიმიტრი)
  • ჯგუფი "2Маши" - (ზაიცევა მარია)
  • მომღერალი მანიჟა 
  • მომღერალი "მონეტოჩკა"
  • მომღერალი "გრეჩკა" 
  • რეპერი Фейс
  • რეპერი Моргинштерн
  • ჯგუფი IC3PEAK (ნიკოლაი კოსტილევი, ანასტასია კრესლინა)
  • ჯგუფი "Литтл Биг" (პრუსიკინ ილია, ტაიურსკაია სოფია)
  • მომღერალი "ვასია ობლომოვი" (ვასილ გონჩაროვი)
  • რეპერი "Лигалайз" (ანდრეი მენშიკოვი)
  • მომღერალი "დორა" - (შიხანოვა დარია)
  • ჯგუფი "ალოე ვერა" - (ვერა მუსალეიანი)
  • მომღერალი "მუსია თოთიბაძე" - (მარია თოთიბაძე)