VIDEO: სტიქიის ზონიდან უკვე 40-მდე ადამიანი გამოიყვანეს - კადრები შოვიდან

შოვი

რაჭაში, სტიქიის ზონიდან უკვე 40-მდე ადამიანი გამოიყვანეს. შსს-ს ცნობით, მიმდინარეობს აქტიური სამაშველო ღონისძიება.

სტიქიის ზონაში, სადაც დღეს მეწყერი ჩამოწვა, ამ წუთებში, სასაზღვრო პოლიციის სამაშველო ვერტმფრენები მუშაობენ.

სტიქიის ზონაში იმყოფება და სამაშველო ღონისძიებებს ადგილზე აკვირდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი.

ცნობისთვის, რაჭაში მეწყერი სასტუმრო "სანსეტ შოვის" მიმდებარედ ჩამოწვა. დაზიანებულია გზა.

ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, როგორ გადაარჩინა ახალგაზრდა ბიჭმა ბავშვი.

ამასთან, ვრცელდება მეწყერის გამო, ხიდის წაღების კადრებიც.