VIDEO: ,,გზები და ხიდები წაღებულია" - კადრები რაჭიდან

შოვი

რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის ზონაში ჩარჩენილი არიან ადამიანები. ჩამოწოლილ მეწყერს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამ დროის მონაცემებით, მეწყერში მოყოლილი ყველა პირი ცოცხალია და ისინი კონტაქტზე არიან.

შემთხვევის ადგილზე პოლიციის 2 ვერტმფრენით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლები გაემგზავრნენ.

,,გზები და მისასვლელი ხიდები კურორტ შოვამდე წაღებულია, ადგილზე იმყოფება სამაშველო ჯგუფი და წამოსულია ვერტმფრენიც თბილისიდან.

ვეკონტაქტებით, იქ ვინც არის ჩარჩენილი. დანგრეულია კოტეჯებიც. სამაშველო  უკვე ადგილზეა. პირველ რიგში, მოქალაქეების ევაკუაცია იქნება საჭირო და ამ მხრივ ვამუშავებთ გეგმას“, – განაცხადა რაჭის გუბერნატორმა, პაპუნა მარგველიძემ.

შემთხვევა სასტუმრო "სანსეტ შოვის" მიმდებარედ მოხდა. დაზიანებულია გზა. ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს როგორ გადაარჩინა ახალგაზრდა ბიჭმა ბავშვი.

ამასთან, ვრცელდება მეწყერის გამო, ხიდის წაღების კადრებიც. 

ნახეთ ვიდეო: