VIDEO: რა ხდება შიომღვიმის მონასტერთან, სადაც მთა ჩამოიშალა - უახლესი ინფორმაცია

რა ხდება შიომღვიმის მონასტერთან, სადაც მთა ჩამოიშალა

მცხეთასთან, შიომღვიმის მონასტერთან მთა ჩამოიშალა. ინფორმაციას მოქალაქე ნიკა ჩერქეზიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს და ვიდეოს აქვეყნებს. მისი თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

"შიომღვიმის მონასტერთან ჩამოიშალა მთა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. ყოველშემთხვევაში, ამ წუთისთვის ასეთი ინფორმაციაა და იმედია, არც არაფერი შეიცვლება" ,- წერს ნიკა ჩერქეზიშვილი.

ფაქტს  ეხმიანება ანდრია ჯაღმაიძე, რომელიც ამბობს, რომ ინციდენტის შემდეგ მონასტრის წინამძღოლს ესაუბრა.

„ინციდენტი შიომღვიმის მონასტრისგან მოშორებით მოხდა. მონასტრის წინამძღოლმა როგორც მითხრა, ყოველ წელს ხდება მცირე ზომის ჩამოშლა, კლდე არის გამოფიტული, წელს იყო ცოტა დიდი ზომის. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა”,- აღნიშნავს ჯაღმაიძე.