ასპინძაში ოთხ ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ასპინძა

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ და მერის პირველმა მოადგილემ დავით პაპაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და  სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ერკოტის, ჯორჯიაშვილის, კოსტავასა და ნინოშვილის ქუჩებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

მუნიციპალიტეტის მერი ადგილზე არსებულ მდგომარეობასა და პროექტის განხორციელების პროცესს გაეცნო. ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 684 474 ლარს შეადგენს.

მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მიზნად ისახავს საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მოსახლეობისთვის გადაადგილებისა და ყოველდღიური ცხოვრების პირობების მოწესრიგებას.

✕