გოგოზე, რომელმაც 13 წლის მოზარდზე სასტიკად იძალადა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი
1744525639
Australia's Next Top Model-ის ვარსკვლავი ლუსი მარკოვიჩი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„სამოდელო ბიზნესი ლუსის ოცნება იყო და ჩვენ ვამაყობთ, რომ ამ მოგზაურობაში მასთან ერთად ვიყავით“, - ნათქვამია სამოდელო სააგენტო Elite Model Management-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ოთხი წლის წინ მოდელს ექიმებმა არტერიოვენური მალფორმაციის (არტერიებისა და ვენების პათოლოგიური კავშირი, რომლის გამოც სისხლის ნორმალური მოძრაობა და ჟანგბადის ცირკულაცია ირღვევა) დიაგნოზი დაუსვეს. სამი კვირის წინ მას თავის ტვინზე ოპერაცია ჩაუტარეს.
„ცხოვრება - მოგზაურობაა და მე მზად ვარ შემდეგი თავისთვის“, - დაწერა მარკოვიჩმა ოპერაციამდე.
მარკოვიცი Armani-ს, Versace-ს, Victoria Beckham-ის, Oscar de la Renta-ს, Bulgari-ს, Givenchy-ს, Dolce & Gabbana-ს ჩვენებებზე გამოდიოდა და ისეთ ჟურნალებს ამშვენებდა, როგორებიცაა Marie Claire-ი და Vogue-ი.
ინფორმაციას მარკოვიჩის გარდაცვალების შესახებ დონატელა ვერსაჩეც გამოეხმაურა.
„მე ძალიან ვწუხვარ ლუსი მარკოვიჩზე ამ ამბის გაგების გამო. ნათელში იყავი, მშვენიერო გოგონა“, - დაწერა დონატელა ვერსაჩემ სოცქსელში.