ვინც აღდგომას საფლავზე გადის, ეს უნდა იცოდეს
1744405765
რძე, რომელშიც აფლატოქსინი აღმოაჩინეს სავაჭრო ქსელებიდან უკვე ამოღებულია. კომპანია "სოფლის ნობათის" ის პარტია, რომელიც ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებას შეიცავდა, განადგურებულია და მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი აღარ არის. რძის პროდუქციის უსაფრთხოებაზე, საგანგებო განცხადება დღეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში გააკეთეს.
როგორ მოწმდება რძის პროდუქტების ხარისხი და კონტროლის რა მექანიზმები არსებობს - სურსათის ეროვნულ სააგენტოში დღეს ამ კითხვასაც უპასუხეს. ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით, საწარმოების მონიტორინგის ლაბორატორიული კვლევების დონე, საქართველოში, უკვე წლებია საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, საზღვარზე კონტროლის განსაკუთრებული ზომები უკვე მიიღეს. მკაცრად კონტროლდება როგორც აზერბაიჯანიდან, ასევე სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი რძის პროდუქტი.
როგორ აღმოჩნდა "სოფლის ნობათის" რძეში აფლატოქსინი - ჟურნალისტებთან დარგობრივი ასოციაციების წევრებმა ისაუბრეს. ირკვევა რომსაშიში ნივთიერების წარმოქმნას ხელს რამდენიმე ფაქტორი უწყობს.
რისკების თავიდან აცილება , სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობაზეა დამოკიდებული. სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, კომპანიებთან მუდმივი კომუნიკაცია, მომხმარებლისთვის უსაფრთხო პროდუქტის შეთავაზებას უწყობს ხელს.
ბოლო მონაცემებით, სავაჭრო ქსელებში არსებული რძე და რძის პროდუქტები მომხმარებლისთვის უსაფრთხოა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გასაყიდ პროდუქციას შესაბამისის სამსახური მუდმივად ამოწმებს, პარალელურად, მიმდინარეობს საწარმოების მონიტორინგიც.